🌧️☔…

წვიმს. მე ვწევარ და წვეთების ხმას ვისმენ ვიღაც გოგოზე ნოსტალგიით. გულში უცნაური გრძნობა მეღვრება. ეს მსიამოვნებს. მსურს მალე დამეძინოს რომ დღის შუქი კვლავ ვიხილო. მუსიკას უნდა ვუსმენდე მაგრამ არ ვუსმენ. (სურვილი კი მაინც მრჩება). უბრალოდ, არ მინდა ჩემი “ბუნებრივი მუსიკა” გავაფუჭო. ღრმად ჩავისუნთქავ და ვიღაც გოგოს ჩავეხუტები. ის ზურგით ეყრდნობა ჩემს მკერდს და თავს უკან …

ვრცლად 🌧️☔…

Advertisements

Search Wikipedia

ვიკიპედიაში თუ სიტყვა სიკვდილს ჩაწერთ, ნახავთ რომ ადამიანს სიბერე კი არა, სიბერისგან გამოწვეული ავადმყოფობები კლავს. "ბუნებრივი სიკვდილის" ცნება, რასაც ჩვენ ვაღიარებთ, როგორც სიბერის უკიდურეს ზღვარზე მისული ადამიანის მდგომარეობას, არ არსებობს. ბუნებრივობა, ანუ ჩვენი გარდაუალი რეალობა, ის არის რომ სიბერეს თან ახლავს ათასი "ბუნებრივი" მოვლენა რასაც ადამიანი ჯერ საავადმყოფომდე, შემდეგ კი - სიკვდილამდე მიჰყავს. ადამიანს თუ …

ვრცლად Search Wikipedia

სანამ მზე ჩავიდოდა

მას უნდოდა ეკოცნა...მეც მინდოდა მაგრამ ვიცი ვერ გაბედავდა...ის ზედმეტად ფხიზელი იყო კოცნისთვის, მე ზედმეტად გარყვნილი მხოლოდ კოცნისთვის.ასე გაიყო ჩვენი გზები იმ ღამეს.თუმცა ეს ჩანაწერი მასზე არ არის. მე მისი სახელიც აღარ მახსოვს. სიმართლე რომ ვთქვა, არც მიკითხავს. ეს პოსტი ერთ უჩვეულო განცდაზეა რომლის მსგავსსაც ძირითადად შემოდგომის მიწურულს ან ზამთრის ყინვიან თვეებში განვიცდი. ხომ ხვდებით, იდიოტი …

ვრცლად სანამ მზე ჩავიდოდა

როცა არსად გეჩქარება

რატომ ხდება რომ, როცა ვთვრები ყოველთვის მოწყენილი ვარ. ალბათ უფრო ვუახლოვდები საკუთარ თავს და უფრო მეტად ვგრძნობ მარტოსულობას. სიგარეტის კოლოფზე აწერია "მოწევა კლავს"... ტყულია! მთელი დღის განმავლობაში გარეთ ვარ, ათას ნიღაბს ვირგებ და მერე სახლში ვგრძნობ ნამდვილ "მეს". იმდენ იდიოტობაზე ვფიქრობ სათვალავი მერევა. ამას წინათ, ვაზისუბნიდან მოვდიოდი ვარკეთილისკენ. გაჩერებაზე ვიდექი. ავთომ (ძმაკაცი) დამინახა მანქანიდან და …

ვრცლად როცა არსად გეჩქარება

ვუძღვნი ერთ გოგოს (+18) და ყველას ვინც ამ გოგოს ტიპში ერთიანდება.

"ყოფის აუტანელი სიმსუბუქე" რა შუაშია?! განა რამე მტანჯავს. მხოლოდ გარკვეულ მომენტებში მაქვს გამოხტომები. ისიც ამ ბლოგზე. ისეთი ლაჩარი ვარ რომ რეალობაში თქმას ვერ ვბედავ... მაგრამ მაინც.... ხომ არსებობს ეს ბლოგი. სიმსუბუქეს ვერ ვგრძნობ. მხოლოდ, აუტანელ ყოფას. რა მოხდება ჩემი სახლი რომ მქონდეს ("იმენა" ჩემი), ნაშა მყავდეს და ისე ვჟიმავდე რომ სხვა გოგოები ყლეზე მეკიდოს?! პრობლემა …

ვრცლად ვუძღვნი ერთ გოგოს (+18) და ყველას ვინც ამ გოგოს ტიპში ერთიანდება.

გამოყოლილი განცდები

ჩვენი სუნამოები ერთმანეთს შეერივნენ და იმისმა აჯობა. მემგონი რაოდენობრივი უპირატესობა ჰქონდა, თორემ არც ჩემი იყო ნაკლებად მძაფრი. რამდენჯერმე შევხედე. მან ერთხელ შემომხედა. არ გეგონოთ რომ მზეთუნახავი იყო. უბრალოდ ქალს ერთი შეხედვით ვერ შეაფასებ. ჯერ ერთხელ შეხედავ თითებზე და ბეჭედს თუ ვერ იპოვნი შეგიძლია მეორედ შეხედო. შემდეგი გაჩერება ფეხებია. მერე ადიხარ ზემოთ და ბოლოს სახესაც იხილავ. …

ვრცლად გამოყოლილი განცდები

ხუთი იანვარი_23:16

2019 წლის პირველი დღე გამოვტოვე. ვიცი ბანალურია ასეთი ფრაზები, თუმცა ხანდახან ბანალურობის თქმა გვიწევს რეალობის გადმოსაცემად. ორი მიზეზის გამო არ დავიწყებ იმის მოყოლას თუ რაები გავაკეთე; პირველი: არცერთი მოვლენა არ მახსოვს ზუსტი თანამიმდევრობით, ან ზუსტი აღწერილობით. და მეორე: ვიცი რომ მაგრად გკიდიათ. როცა თბილისის რომელიღაც წერტილიდან განათებულ ანძას გავყურებდი, აზრები ფართო ქუჩაზე მოძრავი მანქანებივით ირეოდნენ. …

ვრცლად ხუთი იანვარი_23:16